მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TMT-მ წარმოების გაზრდაში 1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო

5f81a6e2a0fa1
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.20 11:00
1209
კომპანიამ TMT-მ (კასპის საკონსერვო კომბინატი) წარმოების გაზრდაში 1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. როგორც bm.ge-ის კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა, წელს TMT-ის პრიორიტეტებში არა მხოლოდ - ექსპორტი, არამედ ადგილობრივი ბაზრის მეტად ათვისება შედის.

„რამდენიმე დანადგარი შევიძინეთ, რამაც წარმოება გაზარდა. თუ მანამდე მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, 250 000 ცალამდე სხვადასხვა მოცულობის ქილას ვაწარმოებდით, დღეს ეს მაჩვენებელი 1 მლნ ქილამდე გაიზარდა“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დაარსებიდან დღემდე წარმოების 90% ექსპორტზე გადიოდა და საქართველოში მხოლოდ ტენდერებში მონაწილეობდა. ამის მიზეზად ზურაბ უჩუმბეგაშვილი ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობისას არსებულ პრობლემებს ასახელებს.

„წლების განმავლობაში TMT ექსპორტზე იყო ორიენტირებული, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ მარკეტებში შესვლას გარკვეული სირთულეები ახლავს - ქეშბექი, 60-65 დღის შემდეგ გადახდა, ბანკის პროცენტი... შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე შესვლა საკონსერვო ქარხნის მენეჯმენტისთვის არ იყო საინტერესო. ჩვენ 60-ზე მეტი დასახელების ISO სტანდარტის პროდუქცია გვაქვს და ეს გვაძლევდა ტენდერებში მონაწილეობის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ქართული ნაწარმით მხოლოდ ჯარსა და საბავშვო ბაღებს ვამარაგებდით“, - აღნიშნა მან.

თუმცა კომპანიის მიდგომა 2020 წლიდან შეიცავალა და TMT-ის სასურსათო პროდუქტების ყიდვა დღეს უკვე მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიაში შეუძლია.

„ადგილობრივ ბაზარზე შესვლისკენ ერთმა ფაქტორმა გვიბიძგა. ხილფაფების საბავშვო ბაღებში შეტანისას, გამოხმაურება ძალიან დიდი იყო და ხშირად გვირეკავდნენ კითხვით - სად შეიძლებოდა შეეძინათ ჩვენი პროდუქცია, თუმცა პასუხს ვერ ვცემდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, TMT-ის ნაწარმი მაღაზიებშიც შეგვეტანა. დღეს წარმოებული პროდუქციის 30% ქართულ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი, ექსპორტზე გადის. ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ ქსელურ მარკეტებს არ ვეკარებით, რადგან ძალიან ცუდი გადამხდელები არიან და ოფიციალური გადასახადები აქვთ დაწესებული - სახელმწიფოში სახელმწიფოა, ფაქტობრივად. შევდივართ არაბრენდულ ჩვეულებრივ მარკეტებში და იქ ვყიდით პროდუქციას“, - უთხრა BM.GE-ის კასპის საკონსერვო კომბინატის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია 2006 წლიდან მუშაობს და 60-მდე დასახელების პროდუქტს ამზადებს. საწარმოში 60 ადამიანია დასაქმებული.