მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ღონისძიება გადაიდო

60129df419455
თათია კაკიაშვილი
28.01.21 20:20
1881

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველი ღონისძიება გადაიდო, მიზეზი პანდემიის გამო იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვაა. მხატვრული ცურვის ღონისძიება, რომელიც 4-7 მარტს ტოკიოში უნდა გამართულიყო, არსებული ინფორმაციით, მაისამდე გადაიდო. ინფორმაციას DW ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილება "სპორტის მონაწილეებისთვის ყველაზე სამართლიანი პირობების შესაქმნელად" იქნა მიღებული.

DW-ს ცნობით, იაპონიაში ამჟამად საგანგებო მდგომარეობა მინიმუმ 7 თებერვლამდე გასტანს, და ამის მიზეზი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევებია.

ამასთან, გამოკითხვის შედეგად, ოლიმპიადის საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაბალია: იაპონელთა 80% ამბობს, რომ თამაშები არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ხალხს ეპიდვითარების დამძიმების და მდგომარეობის გაუარესების შიში აქვს.