მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ოლიმპიური შტაბი გაჩხრიკეს

64919c7edab38
ირაკლი მოდებაძე
20.06.23 16:45
701
2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და მისი ინფრასტრუქტურული პარტნიორების შტაბ-ბინები პოლიციამ საჯარო სახსრების სავარაუდო გაფლანგვისა და მიკერძოებულობის გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკა.

ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ (PNF) განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება საზაფხულო თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 2017 წელს დაწყებული წინასწარი გამოძიების ფონზე მიმდინარეობდა.

SOLIDEO-ს შტაბ-ბინა, რომელიც პასუხისმგებელია ოლიმპიური და პარაოლიმპიური ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ასევე იყო ჩხრეკის ობიექტი წინასწარი გამოძიების ფონზე, რომელიც 2022 წლითაა დათარიღებული.

„ამჟამად მიმდინარეობს ძებნა საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინაში და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამომძიებლებთან“, - ნათქვამია პარიზის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ვარაუდობენ, რომ ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი 8.8 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 4 მილიარდი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.

ცნობისთვის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები