მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top -10 საექსპორტო პროდუქტი - რას ყიდის საქართველო უცხოეთში?

611e84784944f
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 20:11
2468
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნამ საქონლის ექსპორტით 2.3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.8%-ით მეტია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზებით საქართვლომ 465.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 20.5% პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები 248.3 მლნ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.9%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა 228.5 მლნ დოლარით ფეროშენადნობებია (10%).

2021 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 465.9 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.8%;





2. მსუბუქი ავტომობილები - 248.3 მლნ დოლარი, ზრდა - 13.4%;



3. ფეროშენადნობები - 228.5 მლნ დოლარი, ზრდა - 75.7%;




4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 124.7 მლნ დოლარი, ზრდა - 16.3%;



5. სპირტიანი სასმელები - 81.3 მლნ დოლარი, ზრდა - 27%;




6. მინერალური და მტკნარი წყლები - 79.8 მლნ დოლარი, ზრდა - 34.2%;




7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 55.1 მლნ დოლარი, ზრდა - 4.2%;




8. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი - 54.2 მლნ დოლარი, ზრდა - 4.3%;



9. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 43 მლნ დოლარი, ზრდა - 82.7%;




10. თხილი და სხვა კაკალი - 37 მლნ დოლარი, ზრდა - 80.8%;


სხვა დანარჩენი საქონელი - 857.3 მლნ დოლარი, ზრდა - 40.4%.