მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

62eb5d4882054
ირაკლი მაკალათია
04.08.22 09:46
718
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. სანოტარო გადასახდელი - ფასი გაიზარდა 95.6%-ით;
2. სიმინდის ფქვილი - 64.0%-ით;
3. პომიდორი - 61.4%-ით;
4. დიზელის საწვავი - 61.0%-ით;
5. ყურძენი - 57.0%-ით;
6. ასლის გადაღება – 50.3%-ით;
7. საზამთრო - 47.8%-ით;
8. მარგარინი - 47.7%-ით;
9. ხახვი - 45.7%-ით;
10. მანდარინი - 44.7%-ით;


ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. კომბოსტო - ფასი შემცირდა 32.6%-ით
2. კიტრი - (-31.7)%-ით;
3. წიწაკა - (-28.1)%-ით;
4. ჭარხალი - (-22.4)%-ით;
5. მამაკაცის შარვალი - (-22.0)%-ით;
6. კარტოფილი - (-19.7)%-ით;
7. ბადრიჯანი - (-17.6)%-ით;
8. კომპიუტერი - (-17.3)%-ით;
9. მსხალი - (-16.1)%-ით;
10. ქალის ქვედაკაბა - (-15.9)%-ით;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები