მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: 1000-ზე მეტი covid-ინფიცირებული გვყავს, სისტემა გამართულად მუშაობს

5f687506ab772
BM.GE
21.09.20 13:38
819
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღეს აჭარაში 92 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე თქმით, სტაციონარში მკურნალობას გადის 504 პირი, ხოლო კოვიდკარანტინში იმყოფება 456 პაციენტი. ამასთან, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება და ამოქმედებულია ონლაინ კლინიკა.

"ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მე პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას. იყო დაყოვნება ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის აღმოფხვრილი, სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს როგორც ლაბორატორიების ასევე დიაგნოსტიკის და ჰოსპიტალური მართვის ნაწილში.

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული. პროცესებში ჩართულები არიან ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პაციენტების მართვა და შევაჩეროთ უკონტროლო გავრცელება.

ჩვენი მიზანია, რომ ჰოსპიტალურ ნაწილში გვქონდეს სრული წესრიგი. ყველა იღებდეს დროულად სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება საწოლფონდებს, არსებობს მუდმივი რეზერვი. ჩვენ ველით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დასტაბილურდება. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პნევმონიის გარკვეული რაოდენობა, რაც საყურადღებოა”, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.