20.იანვარი .2021 12:57

FedEx-ი ევროპაში 6300 სამუშაო ადგილს აუქმებს

FedEx-ი ევროპაში 6300 სამუშაო ადგილს აუქმებს
views 310
უკან

FedEx-მა ევროპაში 6300 სამუშაო ადგილის გაუქმება დააანონსა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადამზიდავმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ის TNT Express-თან ინტეგრაციის პროცესს ასრულებს.

სამუშაო ადგილების შემცირებით, FedEx-ის ადმინისტრაციის თქმით, კომპანიას 575 მილიონი დოლარი დაეზოგება, ხოლო წინასწარი პროგნოზით, 2024 წლიდან კომპანიის მიერ დაზოგილი ხარჯები 275 მილიონიდან 350 მილიონ დოლარამდე იმერყევებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ რთული გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაგვიჭირდა, ეს პროცესი, საშუალებას მოგვცემს, ქსელის ინტეგრაციის დასრულებასთან ერთად, TNT Express-თან თანამშრომლობით ვიმოქმედოთ, როგორც ერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს უფრო ვრცელ ტერიტორიას შესთავაზებს, რომელსაც სამომავლოდ დავფარავთ, ასევე, გაიზრდება მიწოდების სიჩქარე, გაფართოვდება ოპერაციული შესაძლებლობები და, რაც მთავარია, გაუმჯობესდება მომსახურების დონე“, - განაცხადა FedEx Express-ის ევროპის პრეზიდენტმა კარენ რედინგტონმა.

ცნობისთვის: ევროპაში გზების მიწოდების ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოებისთვის FedEx-მა TNT 2016 წელს შეიძინა.