მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota წელს მოგების 80%-იან კლებას პროგნოზირებს

5eba802a48a58
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 18:55
970
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Toyota აცხადებს, რომ კომპანიის ვარაუდით, მიმდინარე წელს მათი გაყიდვები თითქმის 80%-ით შემცირდება, რაც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული და ასევე, იუანის გაუფასურებით აშშ დოლარის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია CNN-ი ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონური ავტომწარმოებელი აცხადებს, კომპანიის საოპერაციო მოგება 4.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს მიმდინარე წელს, რაც ყველაზე დაბალი შემოსავალია ბოლო 9 წალის განმავლობაში.

Toyota-ს ვარაუდით, მიმდინარე წელს კომპანია 7 მილიონ ავტომობილს გაყიდის, ნაცვლად -  9 მილიონისა (2019 წელი), რაც უხეშად, დაახლოებით, 20%-იანი შემცირებაა. Toyota  მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებას 2020 წლის ბოლოდან ელის.

აღსანიშნავია, რომ ავტოკონცერნმა "ჰონდამაც" განაცხადა შემცირებულ გაყიდვებზე. კომპანიამ აღნიშნა, რომ საოპერაციო მოგებამ 13%-ით იკლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5.9 მილიარდი აშშ დოალრი შეადგინა.