მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOYOTA-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გამოუშვა

63a94daf7aa73
გიორგი თოლორდავა
27.12.22 00:05
1467
იაპონურმა კომპანია Toyota-მ ნოემბრის თვეში 833,104 ერთეული ავტომობილის წარმოება შეძლო, რაც 1.5%-ით მეტია წინა პერიოდის მაჩვენებელზე და კომპანიის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

Toyota-ს განმარტებით, იაპონიის ქარხანაში წარმოებული ავტომობილების რაოდენობა 266,000-ს აღწევს, დარჩენილი 567,000 ერთეული კი უცხოეთში განლაგებულ ქარხნებშია გამოშვებული.

პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით კი აშშ-ში. მოგეხსენებათ, Toyota მსოფლიოს ყველზე მოთხოვნადი მწარმოებელია, რომელიც 2022 წლის ბოლომდე დაახლოებით 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს, შედარებისთვის, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8.6 მილიონს შეადგენდა.

ცნობისთვის, საქართველოშიც Toyota ყველაზე მოთხოვნადი ავტომწარმოებელია, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორისაა: Camry, Prius და RAV4.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.