მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: ამერიკის ეკონომიკა დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს, მომდევნო წელი ისტორიული გახდება

5eff19d9a5a66
ნათია თაქთაქიშვილი
03.07.20 16:35
1967
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს.

„ამერიკის ეკონომიკამ ივნისში დაახლოებით 5 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა, რამაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ერთი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილების ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალი ფანტასტიური იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ეს იქნება მესამე კვარტალი, რომლის მსგავსი არავის არასდროს უნახავს. კარგია, რომ ეს მაჩვენებლები არჩევნების წინ გამოქვეყნდება, რათა ხალხმა ეს მონაცემები დაინახოს. მეოთხე კვარტალიც შესანიშნავი იქნება. მომდევნო წელი კი ისტორიული გახდება“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 11.1%-მდე შემცირდა.