მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: არჩევნები მოგვპარეს და ეს ყველამ იცის! მაგრამ კანონს პატივი უნდა ვცეთ

5ff62d68488a6
BM.GE
07.01.21 01:23
1200
"ჩვენ არჩევნები მოგვპარეს და ხელიდან გამოგვაცალეს, ეს ყველამ იცის! მაგრამ კანონს პატივი უნდა ვცეთ"- განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ვიდეომიმართვა კაპიტოლიუმის წინ არსებული საპროტესტო აქციის განმუხტვისკენ იყო მიმართული, თუმცა ამის მიუხედავად ტრამპი არჩევნების "მოპარვის" შესახებ საუბრობს. 

დაახლოებით ნახევარი საათის წინ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ჯო ბაიდენმაც, რომელმაც კაპიტოლიუმში შექმნილი ვითარება სწორედ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა. 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როდესაც შენობის გარეთ მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი სენატის ფრთაში შეიჭრა და მცირე დროით სენატის სხდომათა დარბაზიც დაიკავა. ვითარება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების განხილვის დროს დაიძაბა. NBC-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის გარეთ სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება იპოვეს, ხოლო სენატის ფრთაში კი შეჭრილი პირების წინააღმდეგ პოლიციამ იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის გარეთ საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.