მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: აშშ 100 მილიონ დოზა ექსპერიმენტულ ვაქცინას შეიძენს

5f33dbadeee2c
ნათია თაქთაქიშვილი
12.08.20 18:20
775
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ფარმაცევტული კომპანია Moderna-სგან ექსპერიმენტული ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძენს, რაც დაახლოებით 1.53 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფრომაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფარმაცევტული კომპანია Moderna თავის მხრივ აცხადებს, რომ აშშ-თვის დამატებით 400 მილიონი დოზა გახდება ხელმისაწვდომი საჭიროების შემთხვევაში.

ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მასაჩუსეტსში დაფუძნებულ კომპანიაში განაცხადეს, რომ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო შედეგებს ოქტომბერში ელოდებიან.

„ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ექვსი პოტენციური ვაქცინის განვითარებასა და წარმოებაში, რათა უზრუნველყოთ სწრაფი მიწოდება. სამხედროები მზად არიან, მიაწოდონ ამერიკელებს ვაქცინა, როგორც კი მას სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია სრულად დაამტკიცებს და ჩვენ ამ დამტკიცებასთან ახლოს ვართ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კომპანია Moderna-სთან გაფორმებული შეთანხმების გარდა, აშშ-ის მთავრობა ასევე თანამშრომლობს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Johnson and Johnson და სხვები.