მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: ბაიდენმა მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა!

5fb137bdd8474
BM.GE
15.11.20 18:12
960
დონალდ ტრამპმა დღეს საკუთარ Twitter-ზე პირველად დაწერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არა მან, არამედ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. თუმცა, ტრამპი ამ გამარჯვებას “გაყალბებას” უკავშირებს, რის შესახებაც მან გასული დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გააკეთა.

“მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა! დამკვირვებლები ხმების დათვლის პროცესს არ დაასწრეს. ხმები დაითვალეს რადიკალი მემარცხენეების კუთვნილი კომპანია Dominion-ის აპარატურით, რომელსაც ცუდი რეპუტაცია აქვს და რომელიც ხმების დათვლის უფლება არ მისცა ტექსასმა,”- წერს ტრამპი.

ტრამპის ბრალდების სამიზნეს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ხმები წარმოადგენს, რომლებიც რამდენიმე შტატში (განსაკუთრებით კი პენსილვანიასა და ჯორჯიაში) ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დონალდ ტრამპი არჩევნების გაყალბების ბრალდებას აყენებს, ანალოგიური ბრალდება მან იმ არჩევნების შესახებაც გააკეთა, რომლითაც 2016 წლის ნოემბერში პრეზიდენტად აირჩიეს. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ არჩევნებში ხმა დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ მილიონობით არალეგალურმა მიგრანტმა მისცა. 2017 წელს დონალდ ტრამპმა არჩევნებში “შესაძლო სისტემური დარღვევების” აღმოსაჩენად სპეციალური კომისიაც კი შექმნა, თუმცა მტკიცებულებათა არარსებობის გამო, 2018 წელს ეს კომისია თავადვე დახურა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი განაცხადა, რომ ის არ ცნობდა არჩევნების ისეთ შედეგებს, რომელშიც თავად არ გაიმარჯვებდა.