მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას არ ჩავკეტავთ

5ec7a4af0a155
ნათია თაქთაქიშვილი
22.05.20 15:06
1211
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, ქვეყანა არ ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

"ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს... იქნება ეს ნაკვერჩხალი თუ ალი, ჩვენ ამას ჩავაქრობთ. ქვეყანას არ ჩავკეტავთ", - განაცხადა პრეზიდენტმა Ford-ის ქარხანაში სტუმრობის დროს.

მიმდინარე კვირას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ეჭვგარეშეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა.

მან აღნიშნა, რომ ზამთარში აშშ-ს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრება, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ამჟამინდელი პანდემია, რადგან გრიპის სეზონს დაემთხვევა.

22 მაისის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1,621,196 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 96,359 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 382,244 ინფიცირებული.