მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ადმინისტრაცია სტუდენტური ვიზის პირობებს ცვლის

5f0eb5a2c39a6
ნათია თაქთაქიშვილი
15.07.20 13:50
1210
ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო შეცვალოს ვიზის პირობები საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელიც მათ აშშ-ში დაბრუნების და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ათობით აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტის რწმუნებულმა, მათ შორის Harvard University-მ და Massachusetts Institute of Technology-მ ტრამპის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, გაეწვიათ გადაწყვეტილება რომელიც უცხოელ სტუდენტებს მთლიანად დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლას სთავაზობდა შემოდგომიდან.

ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, შემოდგომიდან F1 and M1 კატეგორიის უცხოელ სტუდენტებს ეძლევათ უფლება, დარჩნენ ან დაუბრუნდნენ აშშ-ს, იმის მიუხედავად კურსის განახლება დისტანციურად მოუწევთ, თუ არა.

”ჩვენ მივესალმებით უცხოელ სტუდენტებს. ასობით ათასი საერთაშორისო სტუდენტი ამდიდრებს ჩვენს ინსტიტუტებს და აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას, ასე რომ ჩვენ ამ გამარჯვებას აღვნიშნავთ თქვენთან ერთად,” - განაცხადა მასაჩუსეტსის ინსტიტუტის მთავარმა რწმუნებულმა მაურა ჰეილიმ.