მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა FDA-ს დაავალა მალარიის სამკურნალო მედიკამენტის კორონავირუსზე შემოწმება

5e73a7ce4dbee
თამთა ჯიჯავაძე
19.03.20 21:07
1374
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FDA-ს დაავალა შეამოწმონ შესაძლებელია თუ არა მალარიის სამკურნალო მედიკამენტის კორონავირუსზე სამკურნალოდ ეფექტურად გამოყენება. იმის გამო, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობას შესაძლოა წლები დასჭირდეს, ტრამპმა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის პოვნის დაჩქარებული მცდელობების შესახებ განაცხადა.

ერთ-ერთი მედიკამენტი არის ჰიდროქსიქლოროხინი, რომელიც ტრამპის თქმით, მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება.

მისივე თქმით, აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA) მუშაობს იმაზე, რომ შესაძლებელი გახდეს უფრო სწრაფად კორონავირუსის მკურნალობა.

„ის არავის მოკლავს, ის ძალიან ძლიერი მედიკამენტია და უკვე აჩვენა ძალიან დამაიმედებელი პირველადი შედეგი“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ მედიკამენტს ექიმი რეცეპტით გამოწერს.

შეგახსენებთ, გასულ თვეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს დამამტკიცებელი სამხილი იმისა, რომ აღნიშნული მედიკამენტი ეფექტურია კორონავირუსის სამკურნალოდ.