მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლორადომ ტრამპს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ტრამპი

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ზემოხსენებული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ კოლორადოს შტატზე და არა მთელ ქვეყანაზე.

სასამართლოს განცხადებით, დონალდ ტრამპს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან მან 2021 წლის 6 იანვარს ამომრჩევლებს დაუმორჩილებლობის, აჯანყებისა და კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისაკენ მოუწოდა, ასეთი დანაშაულის ჩამდენ პირს კი არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მხარი 4-მა მოსამართლემ დაუჭრია, 3 კი წინააღმდეგი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მოსამართლე, ვინც ტრამპის წინააღმდეგ წავიდა, დემოკრატიული პარტიის მიერ იყო დანიშნული.

ეს არის ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ 1863 წელს მიღებული კონსტიტუციური შესწორება გამოიყენა და მეამბოხე-აჯანყებულ პირს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

კოლორადოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, რომელიც განაჩენის დატოვებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები