მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპს NASA-ს დაფინანსების გაზრდა სურს

5e426fac5562f
ნათია თაქთაქიშვილი
11.02.20 18:40
878
ტრამპის ადმინისტრაციას NASA-სთვის წლიური დაფინანსების გაზრდა სურს. დაფინანსების მატებას იმ მოტივით ხსნიან, რომ აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს თანხები სჭირდება იმ მიზნის განსახორციელბლად, რომელიც 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე გადაყვანას გულისხმობს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თეთრმა სახლმა გუშინ კონგრესს მიმართა, NASA-ს გამოუყონ დამატებითი თანხები და მისი დაფინანსება 25 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდონ 2021 ფისკალური წლისთვის, საიდანაც 12.4 მილიარდი აშშ დოლარი სპეციალურად განკუთვნილი იქნება მთვარეზე გამგზავრების პროგრამისთვის.

აღსანიშნავია, რომ კონგრესმენების ნაწილი ტრამპის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს, შესაბამისად დაფინასების გაზრდაც გარანტირებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს დაფინანსება 20 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა 2017 წელს, ხოლო 2020 წელს NASA-ს დაფინანსებამ 22.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.