საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია აცხადებს, რომ ენეგომატარებლებზე ფასის ზრდის გამო გაძვირებული ავიაბილეთები მოგზაურობას მონატრებულ კლიენტებს არ აშინებთ. როგორც IATA-ს მთავარმა ეკონომისტმა მარი ოუენს ტომსენმა განმარტა, მგზავრები ახლა ჩვეულებრივზე ნაკლებ მგრძნობელობას იჩენენ ფასების ზრდის მიმართ.
“ეს, ალბათ, ორწლიანი კარანტინის შემდეგ მოგზაურობის ძლიერი სურვილით არის განპირობებული,”- ამბობს ეკონომისტი, ხოლო IATA-ს 2022 წლის თებერვლის საოპერაციო ანგარიში აჩვენებს, რომ ინდუსტრიის აღდგენის ტემპი პანდემიამდელ მაჩვენებლამდე სულ უფრო და უფრო მატულობს.
როგორც გამოცემა წერს, აღსანიშნავია, ისიც, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას, ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა ჯავშნების დინამიკაზე, ამიტომაც ტურისტულმა პლატფორმა - Tripadvisor -მა, მათთვის, ვინც ზაფხულის შვებულების დაგეგმვას ახლა იწყებს, მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროების, 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. კონკრეტულად სანაპიროები კი იმიტომ, რომ Tripadvisor-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოგზაურთა 37% 2022 წელს, სწორედ სანაპიროებს ირჩევს. ათეულში ყველაზე მეტი კი, კარიბის ზღვის აუზში მდებარე სანაპიროები დასახელდა, თუმცა სიაში ხუთივე კონტინენტია წარმოდგენილი.
მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროების 2022 წლის რეიტინგი:
1. Grace Bay Beach: ტერქსისა და კაიკოსის კუნძული
2. Varadero Beach: კუბა
3. Turquoise Bay: ავსტრალია
4. Quarta Praia: ბრაზილია
5. Eagle Beach: არუბა
6. Radhanagar Beach: ინდოეთი
7. Baia do Sancho: ბრაზილია
8. Trunk Bay Beach: ვირჯინიის კუნძლები
9. Baía dos Golfinhos: ბრაზილია
10. Spiaggia dei Conigli: იტალია
Tripadvisor-ის მიხედვით, გრეის ბეის სანაპიროს დამსვენებელთა 90% უმაღლესი ქულით აფასებს, ამიტომაც რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. სანაპირო კუნძულ პროვიდენსიალესის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს და აქ მოსახვედრად აუცილებელია ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ასევე Covid-19-ის PCR ტესტის უარყოფით პასუხი, რომელიც ჩამოსვლამდე არაუმეტეს სამი დღით ადრე უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის, ჩასვლისას კარანტინი არ არის სავალდებულო და მხოლოდ მოგზაურობის ავტორიზაციის ფორმის შევსებასა და Covid-19 სამოგზაურო დაზღვევას ითხოვენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი