მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ მედიკამენტების მთელ სექტორზე რეფერენტულ ფასს შემოვიღებთ, ეს არ იქნება სწორი“

608ae07c9d7af
თათია ჩაფიჩაძე
29.04.21 22:20
666
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი, წამლის ფასის შესაძლო დარეგულირებაზე პარლამენტში მინისტრი ტიკარაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. მარგველაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტების სექტორზე რეფერენტული ფასის შემოღება არასწორი იქნება. მისივე თქმით, ფასთან მიმართებით მთავარი პრობლემა ლარის დევალვაციას უკავშირდება.

„კონკურენციის სააგენტომ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია წინა წლებში და ახლა ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს. ფასის რეგულაციის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს და ქალბატონმა მინისტრმა ახსენა ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ახალი რეგულაციების ნაწილთან ერთად იქნება არაპირდაპირი ფასის რეგულატორი. თუ ჩვენ პირდაპირ მივალთ და რაღაც რეფერენტულ ფასს შემოვიღებთ მედიკამენტების მთელ სექტორზე, ეს არ იქნება სწორი, ამას სამინისტროს ხელმძღვანელობაც კარგად ხვდება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფასნამატების თემაზე როგორი უნდა იყოს, თუმცა მედიკამენტების უმატესობაში ფასნამატი დიდი ისედაც არ არის, მთავარი გამოწვევა რაც ჩვენ გვაქვს ეს არის 90% იმპორტი, შესაბამისად ლარის დევალვაცია ამაზე მოქმედებს და მეორე კომპონენტი, რომელზეც აუცილებლად იქნება ყურადღება მიქცეული, ეს ეხება მედიკამენტების სწორად დანიშვნას და პოლიპრაგმაზიის საკითხს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გაანცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის სააგენტოსთან ერთად წამლის ფასის დარეგულირებაზე მუშაობს.

„რაც შეეხება ფასებს, ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რაც დღესდღეობით საქართველოში არ რეგულირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ არის ჩვენი წუხილი ისევე, როგორც თქვენი. ვმუშაობთ კონკურენციის სააგენტოსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რათა ვიპოვოთ ის სწორი გზები, რომელიც შესაძლებელს გახდის ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი მედიკამენტი სწორ ფასად“ - აღნიშნა მინისტრმა.