მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საბაგიროს ფასი არ შემცირდა, ვერ ვიმუშავებთ – „გუდაური ლოფტის“ მენეჯერი

5fb7e475b94e6
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 19:51
1745
სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ მენეჯერი მაია მურაჩაშვილის განცხადებით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით კერძო სექტორს საკმაოდ ნეგატიური მოლოდინები აქვს.

როგორც სასტუმროს მენეჯერი ამბობს, მაშინ, როდესაც კერძო სექტორი ამცირებს მომსახურების ღირებულებას, მთის კურორტების მართვის კომპანიამაც უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის შემცირებული შემოსავლები და საბაგიროების ღირებულება უნდა შეამციროს.

„საკმაოდ ნეგატიური მოლოდინები გვაქვს - ჩვენი მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე შეზღუდვების გამო, დაიდო და ვნახეთ სათხილამურო ტრასების ფასები, რამაც კიდევ უფრო უკან დაწია ჩვენი მოლოდინები. თუ შარშან საბაგიროები ღირდა 50 ლარი და ქართველები სასრიალოდ ამოდიოდნენ მაშინ როდესაც ეცალათ, ახლა უბრალოდ ამოვა სასრიალოდ მაშინ, როდესაც ფინანსური შესაძლებლობა ექნებათ. თუ არ გაიაფდა და არ განახევრდა ფასები... კერძო სექტორი ხომ ვანახევრებთ ყველაფერზე ფასებს, რომ არ გავჩერდეთ... თუ სამთო კურორტების მართვის კომპანია არ შემოგვეშველა და მათაც ფასი არ დაწიეს... ვერავინ ვერ ვიმუშავებთ.

გუდაურში ნებისმიერი ბიზნესის შენახვა არის ძალიან ძვირი. პირდაპირ რომ გითხრათ, ვიხსნებით საცდელად. შევხედავთ თუ სასტუმრომ შეძლო ოპერაციული ხარჯების დაფარვა გავაგრძელებთ მუშაობას, თუ ვერ დაფარა ეს ხარჯები, წამგებიან ბიზნესს დიდხანს ვერ შევინახავთ“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საქართველოში მთის ოთხივე კურორტზე საბაგიროების ფასები წელს უცვლელად დატოვა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვარი შეფასება მოჰყვა. BM.GE-ის კომპანიაში განუმარტეს, რომ კურორტის ოპერირება ძალიან ძვირი ჯდება.