მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ხუციშვილს სებ-ის საბჭოში აირჩევენ, ბანკის დამოუკიდებლობაზე კითხვები გაჩნდება - დაუშვილი

641ee25585cd1
მარიამ ვარადაშვილი
25.03.23 16:04
655
სტატიაში საუბარია:
“მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში მყოფმა ფინანსთა მინისტრმა არ უპასუხა კითხვას სურს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა და მონაწილეობს თუ არა ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში.

პარლამენტის წევრი და ყოფილი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ საუშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხუციშვილი მართლაც აირჩიეს საბჭოში, მაშინ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე კითხვები გაჩნდება.

“თუ ბატონი ხუციშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა, მივიღებთ სურათს რომ ბანკის მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლში, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს, მრავლად იქნებიან ადამიანები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ყოფილი მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, ახლა როგორ ჩანს აპრირებენ კიდევ ერთი მინისტრი დაემატოს ეროვნული ბანკის საბჭოს. საბოლოო ჯამში თუ ეს ასე მოხდება, ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რადგან ბანკი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს”,-თქვა დაუშვილმა “ანალიტიკაში”.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ამოეწურა. კანონმდებლობის მიხედვით, ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს თავისი მოქმედი წევრებიდან. შერჩეულ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 26 თებერვალს გამოაცხადა. ვადა კი 15 მარტს ამოიწურა. თებერვალის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს.