მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turebi.ge: გაიზარდა იმ მოგზაურების რაოდენობა, რომლებიც დამოუკიდებლად გეგმავენ ტურს

62714344a1447
თათია ჩაფიჩაძე
03.05.22 22:15
1685
ტურისტული კომპანია Turebi.ge-ს დირექტორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შიდა მოგზაურების მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით 35%-ით აღდგა, ფასები კი ტურისტულ სერვისებზე 20%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებს, ნიკო გოგოლაძე ამბობს, რომ ახალი ტენდენციის თანახმად, ქვეყანაში ტურისტები სააგენტოების დახმარების გარეშე შემოდიან, რაც ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის მოთხოვნა პარტნიორ ქვეყნებში - ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში შემცირდა. მოლოდინის რეჟიმში მყოფი ჯავშნების ნაწილიც გაჩერდა. ამის ფონზე გაიზარდა ე.წ. სოლო თრეველების რიცხვი, ანუ იმ მოგზაურების, რომლებიც დამოუკიდებლად ჯავშნიან ბინას და გეგმავენ ტურს. დღეს ქვეყანაში შემოდიან ან დამოუკიდებლად ტურისტები, ან ისინი ვინც ჩერდებიან დიდ სასტუმროებში.

რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს, 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი მესამედია. ისინი ყოველთვის ეძებენ ფასდაკლებას“, - განაცხადა Turebi.ge-ს დირექტორმა ნიკო გოგოლაძემ.