25.იანვარი .2021 22:49

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში თანამონაწილეობას სთავაზობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში თანამონაწილეობას სთავაზობს
views 343
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის 30-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.

ონლაინ-ფორმატში გამართულ შეხვედრაზე 2021 წელს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში თანამონაწილეობის საკითხი განიხილეს, რომლის ხარჯების ნაწილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აანაზღაურებს.

საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში: დუბაი, მადრიდი, თელ-ავივი, ლონდონი, ბარსელონა, ვარშავა მიიღებს მონაწილეობას. 6 საერთაშორისო გამოფენის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სადაც წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. ITB ბერლინის ვირტუალურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

2023 წელს კი საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე მასპინძლი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, რაც უდიდიესი საერთაშორისო აღიარებაა.