მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ტური კახეთში

5dd823bfbbaa1
BM.GE
22.11.19 22:31
1284
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კულინარიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც რიგით მეორე გასტრონომიული ტური სამეგრელოს შემდეგ კახეთში გაიმართა.

პროექტის მიზანია სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირება. ტური საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასტრონომიულ ტურში ცნობილი 8 შეფ-მზარეული მონაწილეობდა.

კერძების მომზადების გარდა, ტურის ფარგლებში შეფმზარეულები, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად კახეთისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს გაეცნენ და ადგილობრივი მზარეულების დახმრებით ნაკლებად პოპულარული კახური ტრადიციული კერძები მოამზადეს.

"გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი "გასტრო ტური" დაიწყო. რიგით მეორე ტური სამეგრელოს შემდეგ კახეთში ჩატარდა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ წამყვანი შეფ-მზარეულები, ასევე მედიის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში შეფ-მზარეულები კულინარიის მიმართულებით კახეთში ტრადიციულ კულტურას და კულინარიას გაეცნენ, რომლის ინტეგრირებაც ახალ თანამედროვე რესტორნებში მოხდება. ეს მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტია რეგიონისთვის, რადგან ერთის მხრივ ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესების განვითარებას და მეორე მხრივ მოხდება ქვეყნის ისევე როგორც რეგიონის პოპულარიზაცია და პოზიციონირება კულინარიული მიმართულებით", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.