პირველად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მასტერკლასი „სამედიცინო ტურიზმი“ გაიმართა. ტრენინგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს თანამშრომლობით შედგა.
მასტერკლასი მსოფლიოში წამყვანმა საერთაშორისო ტრენერმა, სამედიცინო ტურიზმის კონსულტანტმა პრემ იაგასმა ჩაატარა.
მასტერკლასს ტურიზმისა და სამედიცინო სფეროს 100 წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
პრემ იაგასი მაღალი დონის გლობალური ჯანდაცვის საკონსულტაციო მომსახურებასა და ტრენინგებს ატარებს სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის სამთავრობო ორგანოების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სამედიცინო ტურიზმის ფასილიტატორთვის. პრემ იაგასს ტრენინგები 65-ზე მეტ ქვეყანაში აქვს გამართული.
„სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი ახალი დარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ როგორც სახელმწიფო ხელს ვუწყობთ ყველა დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ გადავამზადოთ და მოვიძიოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია სამედიცინო მომსახურებით, იმოგზაურონ ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ამით ჩვენმა ბიზნესმა ნახოს კიდევ უფრო მეტი სარგებელი და მეტ ადამიანს მიეცეს დასაქმების საშუალება.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მასტერკლასი „სამედიცინო ტურიზმი“ შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
1. სამედიცინო ტურიზმისა და ველნეს სფეროს უახლესი ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები;
2. საერთაშორისო სტრატეგიის ბრენდის განვითარება;
3. გლობალური ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის დანიშნულების გაცნობიერება
4. სტრატეგიული სახელმძღვანელო ინვესტიციების შეძენისა და საწყისი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით;
5. საერთაშორისო პაციენტებთან ურთიერთობის განყოფილებების და დამხმარე სერვისების შემუშავება;
6. იურიდიული, ეთიკური და კულტურული საკითხები სამედიცინო ტურიზმში;
7. სამედიცინო ტურიზმის ხელშემწყობი (ფასილიტატორი) ბიზნესის შემუშავება და დამხმარე სერვისების როლი.
8. მომხმარებელთან ურთიერთობა და სასიამოვნო სამედიცინო ტურიზმის გამოცდილების მიწოდება;
9. ციფრული მედია-მარკეტინგი გლობალური ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის