მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორის მჯდომარე აქცია გრძელდება - მომიტინგეები 2 სარჩელს ამზადებენ

5f7eb98322695
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.20 12:00
929
ტურიზმის სექტორის მჯდომარე აქცია პარლამენტთან გრძელდება. დღეს აქციის ორგანიზატორები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის მოსამზადებლად კონსულტაციებს გაივლიან.

როგორც BM.GE-ის ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, მჯდომარე აქცია პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, თუმცა მთვარობის წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„ახლა ველოდებით რომ სხვებმა შემცვალონ, რათა საია-სთან გავიაროთ კონსულტაციები სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით.

ეს სარჩელი იქნება ორ საკითხზე: 1. მთავრობის გადაწყვეტილებების გამო სექტორი და მისი წარმომადგენლები რომ დავზარალდით და უმუშევრად დავრჩით და მეორე, გუშინ, როდესაც გადავწყვიტეთ საპროტესტო აქციის გაგრძელება და დავდგით კარავი, სამართალდამცავები მოვიდნენ და თვითონ აიღეს ეს კარავი, არც არაფერი უკითხავთ.

კონსულტაციების შემდეგ გავაგრძელებთ მჯდომარე აქციას და თუ საღამოსთვის არანაირი გამოხმაურება არ გვექნება მერე უკვე მივმართავ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს, რადგან მისგან მაინც უნდა ყოფილიყო რაიმე გამოხმაურება“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების აქცია გუშინ 14:00 საათზე დაიწყო. ინდუსტრიის წარმომადგენლები პრემიერ მინისტრთან შეხევდრას ითხოვენ, რომელსაც ტურიზმის ამოქმედების თავის ხედვას გაუზიარებენ, იმისთვის, რომ სექტორმა 2021 წლიდან ამოქმედება შეძლოს.