მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines და Wizz air საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერები არიან

62cd32ac85347
მარიამ ვარადაშვილი
12.07.22 12:53
1114

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 6 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226 719  მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 000 გადაყვანილი მგზავრით. 

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. Turkish Airlines – 13% (226 719 მგზავრი)

2. Wizz Air Hungary – 13% (226 000 მგზავრი)

3. Pegasus – 10% (164 293 მგზავრი)

4. Belavia – 6% (108 979 მგზავრი)

5. Fly Dubai – 5%  (85 954 მგზავრი)

6. Israir – 5% (79 395 მგზავრი)

7. Azerbaijan Airlines – 4% (70 409 მგზავრი)

8. Fly Arystan – 3% (57 275 მგზავრი)

9. Georgian Airways – 3%  (51 767 მგზავრი)

10. EL AL – 3% (51 288 მგზავრი)

პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია 74 მიმართულებით ოპერირებს.