მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილჰამ ალიევმა Socar-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა

620564548453a
BM.GE
10.02.22 23:17
2789
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-ის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულება გამოსცა. აბდულაევი ამ პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. 

დოკუმენტის თანახმად, აბდულაევის გათავისუფლების განკარგულება ძალაში დღეიდანვე შევიდა. 

ცნობისთვის, 2020 წლის კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, Socar-ის აქტივები 64 მილიარდ მანათს, ანუ 37.6 მილიარდ დოლარს შეადენდა. 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 50 მილიარდი მანათი ($29.4 მილიარდი დოლარი), 2019 წელს კი 84 მილიარდი მანათი ანუ $49.4 მილიარდი დოლარი იყო.