მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტია UNWTO-ს საუკეთესო ტურისტული სოფლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

63a198be77e35
მარიამ ვარადაშვილი
20.12.22 15:20
840
მესტია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის Best Tourism Villages by UNWTO-ს ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. წელს პროექტში 18 ქვეყნის 32-მა სოფელმა გაიმარჯვა.

UNWTO-ს ინფორმაციით, გამარჯვებული ლოკაციები დამოუკიდებელმა მრჩეველთა საბჭომ გამოავლინა, რომელმაც მხედველობაში შემდეგი კრიტერიუმები მიიღო: კულტურული და ბუნებრივი რესურსები; ადგილობრივი კულტურის შენარჩუნება [კონსერვაცია]; ინფრასტრუქტურა და სხვა.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, UNWTO პროექტში გამარჯვებულ მიმართულებას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რათა ტურიზმი გახდეს მისი მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ასევე ეკოლოგიური მიმართულებით. ამასთან, ხდება მისი როგორც სოფლის ტურიზმის განვითარების დონით გამორჩეული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე.

მათივე ცნობით, Best Tourism Villages by UNWTO-ს გამარჯვებულ ლოკაციას, ასევე ეძლევა შესაძლებლობა გახდეს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი, რაც იძლევა კარგ საშუალებას მის წევრებს შორის მოხდეს საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარება.