მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ჩემი თვალით ვნახე რამდენად ბევრი ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს აჭარას

5f3a3e50a359c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.20 12:28
902
პანდემია დიდი საფრთხეა ტურიზმისთვის და მათ შორის შიდა ტურიზმისთვის - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტურიზმზე სვანეთსა და მესტიაში კოვიდ-ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლების გავლენას ეხებოდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, მთავრობა სწრაფად მოქმედებს მსგავს გამოწვევებზე და ამიტომ ზარალი ამ შემთხვევაში იქნება მინიმალური.

„პანდემია დიდი საფრთხეა ტურიზმისთვის და მათ შორის შიდა ტურიზმისთვის, მაგრამ მინდა ვთქვა - ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც მაგალითად მესტიაში და სვანეთში მოხვდა... ძალიან სწრაფად ხდება საფრთხის ლოკალიზება, მათ შორის კარანტინი, ტესტირებები, გამოვლენა ყველა კონტაქტის - ამ რისკს და ამ ზიანს დაიყვანს მინიმუმამდე“, - განმარტა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ადგილობრივი ტურიზმი ქვეყანაში კარგად ვითარდება.

„ზოგადად შიდა ტურიზმი კარგად ვითარდება. მე თავადაც შაბათ-კვირა აჭარაში გახლდით, ჩემი თვალით ვნახე რამდენად ბევრი ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს აჭარის კურორტებს, სხვა კურორტებზეც არიან დამსვენებლები. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის, რაც იქნებოდა რომ არა პანდემია, მაგრამ ეს არის საკმაოდ კარგი დახმარება შიდა ტურიზმის და აქედან გამომდინარე ზარალი თითოეულ შემთხვევაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, - აღნიშნა მან.