მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა მოლებსა და მაღაზიებს რეგულაციების დაცვისთვის მადლობას უხდის

5fe5b3ba73698
BM.GE
25.12.20 13:39
901
„რეგულაციების შემსუბუქების პირველივე დღეს არასასურსათო ვაჭრობის სექტორმა საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გუშინდელმა დღემ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა, რისთვისაც მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სავაჭრო ინდუსტრიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მომხმარებელს, რომ უქმეებზე მაღაზიებში საყიდლებზე სიარულისას დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა და თავის მხრივ, მაღაზიებაც გააგრძელონ მკაცრი კონტროლი და რეგულაციების დაცვა, რისი მონიტორინგიც შესაბამისი სამსახურის მიერ მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი.

„მთლიანობაში ვითარება ნორმალურია და გვაძლევს იმის იმედს, რომ დიდი პასუხისმგებლობით ჩავამთავრებთ წინასაახალწლო პერიოდს, რომელიც გარკვეული გეგმაზომიერი შეზღუდვებით აღინიშნება“, - დასძინა ნათია თურნავამ.