მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს - ელჩი

62a30d0051c89
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.22 13:11
3304
დღეს საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. დიპლომატის განცხადებით, თურქეთი დაკავებული გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს.

საქართველოში თურქეთის ელჩი აცხადებს, რომ თურქეთის უზენაესმა სასამართლომ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ განაჩენი 2018 წელს მიიღო და მას შემდეგ თურქეთი მის გადაცემას მოითხოვს. საუბარია უვადო პატიმრობაზე, რაც 1996 წელს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

“ის საქართველოს მოქალაქეა და ვიტყოდი, რომ ქართველი ბიზნესმენია. ის იყო ბრალდებული და მისი ბრალი 2018 წელს იქნა მიღებული საბოლოო განაჩენით. ჩვენ მოვითხოვეთ მისი ექსტრადირება და კვლავ მოველით მის ექსტრადირებას. სხვა მხრივ, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. როგორც საქართველოს მოქალაქე ის ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, იმის მიუხედავადაც, რომ თურქეთის მოქალაქეცაა, თუმცა ჩვენ გვინდა მისი ექსტრადირება", - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 30 მაისს, ბათუმში მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენმა დიდი ოდენობუთ გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქს ამ დრომდე ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს.

2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.