მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება

5e8ad83747217
ნათია თაქთაქიშვილი
06.04.20 20:00
1965
როგორც საინფორმაციო სააგენტო Trend-ი თურქეთის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, 2020 წლის თებერვალში თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 32.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2020 წლის თებერვალში, თურქეთის ექსპორტი 2.3%-ით გაიზარდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 14.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9,8%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 17.6 მილიარდ აშშ დოლარამდე. 

2020 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 66.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, თურქეთის ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 29.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. იმავდროულად, თურქეთის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.3%-ით 36,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

2020 წლის იანვარში, თურქეთიდან ექსპორტმა 14,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4% შეადგინა. რაც შეეხება იანვრის იმპორტს, ის 18.8%-ით გაიზარდა და 19,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.