მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მკვეთრად გაზარდა

64785d5adf6b4
გიორგი თოლორდავა
01.06.23 13:15
698
თურქეთი რუსული ნავთობის შესყიდვებს მკვეთრად ზრდის. გასული თვის განმავლობაში ქვეყანა დღიურად 230,000 ბარელ რუსულ ნავთობს ყიდულობდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

ევროპის რეგიონის მასშტაბით თურქეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, გლობალურ რეიტინგში კი მას მესამე ადგილი უჭირავს, რა თქმა უნდა, ჩინეთისა და ინდოეთის გვერდით.

რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე Urals-სა და Brent-ს შორის არსებული საფასო სხვაობითაა განპირობებული. ამჟამად ბარელი რუსული ნავთობის ფასი 53 დოლარს შეადგენს, დასავლურის კი - 73 დოლარს. 20-დოლარიანი საფასო სხვაობის ფონზე, თურქული კომპანიები რუსული ნავთობის იმპორტს ზრდიან.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი არ უერთდება დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, ამიტომაც მას რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის არავითარი ვალდებულება არ აქვს.