მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა შესვლა-გამოსვლის აკრძალვა 15 ქალაქში კიდევ 15 დღით გაახანგრძლივა

5ec52fbeaecce
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.20 17:37
1057
თურქეთის შინაგან სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთმა შესვლა-გამოსვლის აკრძალვა 15 დიდ ქალაქში კიდევ 15 დღით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან სამინისტროს განცხადებით, შესვლა-გამოსვლის აკრძალვა 20 მაისის ნაცვლად 3 ივნისამდე გახანგრძლივდა; ხოლო იმ პირებისთვის, ვინც აკრძალვებს დაარღვევს, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმები.

კერძოდ, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 15 მთავარ ქალაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. ესენია: სტამბოლი, ანკარა, იზმირი, ბალიქესირი, ბურსა, ესკიშეირი, გაზიანტეპი, კეისერი, კოჩელი, კონია, მანიზა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა 31 ქალაქში მიმოსვლაზე აკრძალვები აპრილის დასაწყისში შემოიღო.

20 მაისის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 151,615 შემთხვევაა გამოვლენილი; გარდაიცვალა 4,199 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 112,895 ადამიანი.