მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა თხილის ექსპორტიდან $2.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

5f2a8e60e6176
ნათია თაქთაქიშვილი
05.08.20 20:00
1113
თურქეთი, მსოფლიოში ყველაზე დიდი თხილის მიმწოდებელი ქვეყანა, აცხადებს, რომ 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

პროდუქციის ექსპორტიორთა ასოციაციის და Black Sea Hazelnut-ის გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული რიცხვი 44%-ით არის გაზრდილი გასული 2018-2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, აგვისტოს მონაცემებით, თხილზე მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა და 331,066 ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა თხილის ექსპორტის 77% ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელა, სადაც 256,000 ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული, საიდანაც ქვეყანამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.