მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში 4 დღით გარეთ გასვლა იკრძალება - საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

5ec67e160163c
ელენე გოგბერაშვილი
21.05.20 17:07
1583
საქართველოს სალჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 

"თურქეთში კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, 22 მაისის 24 საათიდან 26 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08"-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.