სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 80.21% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.
აგვისტოში, გასულ თვესთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასები 1.46%-ით გაიზარდა, გაძვირების ყველაზე ძლიერი ტენდენცია კი სურსათისა და ენერგოპროდუქტების კატეგორიებში ფიქსირდება.
მიუხედავად "თურქსტატის" მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.
აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს უმსხვილესი თურქული პროფესიული კავშირის - "საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესახებ, რომლის თანახმად, თურქეთში რეალური წლიური ინფლაციის დონე 160%-ს შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ზემოხსენებული ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც, თავის მხრივ, განსხვავდება "თურქსტატის" გამოთვლის მეთოდისგან.
ექსპერტების შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე, როგორც თურქეთის ეროვნული ბანკის, რომლის მონეტარულ პოლიტიკასაც უშუალოდ განსაზღვრავს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფალი - პრეზიდენტი ერდოღანი.
მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული კომიტეტის ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით 13%-მდე შემცირდა.
ზოგადად, თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 13%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.
ერდოღანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მთავრობისგან სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი