უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლისა და ფრაქცია "სლუგა ნაროდას" თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი თურქეთში 3-დღიანი მოლაპარაბების გამართვაზე შეთანხმდნენ. პირდაპირი მოლაპარაკებები 28-30 მარტს გაიმართება. ამის შესახებ დავით არახამიამ თავის Facebook- გვერდზე დაწერა.
"მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რომელიც ვიდეოჩართვით გაიმართა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქვეყნების დელეგაციებს შორის მომდევნო პირისპირი შეხვედრა თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება", - დაწერა არახამიამ.
აღნიშნული შეხვედრის დრო რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმაც დაადასტურა. წერს Unian-ი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 14 მარტს გაიმართა. როგორც უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელი მიხეილ პოდოლიაკი აცხადებდა, უკრაინაში ომის დასრულელების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებმა შესაძლოა რამდენიმე კვირას გასტანოს, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ მოსკოვის პოზიცია "უფრო ადექვატური" გახდა. აღსანიშნია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ყოველდღიურად ექსპერტული ჯგუფების დონეზე იმართება.




























