მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში შესაძლოა ტურისტული გადასახადი დაწესდეს

5db820d402bff
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 00:02
1290

თურქეთის ხელისუფლება ტურისტებისთვის გადასახადის დაწესების საკითხს განიხილავს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მთავრობის ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში სასტუმროების ფასები 1%-2%-ით გაიზრდება.


საუბარია, ე.წ. ტურისტულ მოსაკრებელზე, რომელიც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს სასტუმროში დამატებითი თანხის გადახდას დაავალდებულებს. 


როგორც მედიას Rixsos Premium Belek-ის გაყიდვების მენეჯერმა ელენა პოდოროჟნაიამ ანტალიის ტურისტულ გამოფენაზე (Antalia Tourism Fair) განუცხადა, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეები გადასახადის შესაძლო დაწესებასა და ტარიფებზე მსჯელობენ.


"თუ ახალი გადასახადი დაინერგება, მაშინ, სავარაუდოდ, საჭირო იქნება სასტუმროების ფასების გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მომსახურების ღირებულების 1%-2% -ზე, ეს მაინც მნიშვნელოვანი თანხაა, - დასძინა მან.

 

ცნობისთვის: ტურისტული გადასახადი არაერთ ევროპულ სახელმწიფოშია.