მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული კომპანია HasTavuk-ი საგარეჯოში 50 მლნ ლარის ინვესტიციით ფრინველის სანაშენე ფერმას აშენებს

618e66805f7df
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.21 21:44
5097
საგარეჯოში სანაშენე ფრინველის მწარმოებელი თურქული კომპანია HasTavuk-ი 50 მლნ ლარის ინვესტიციით, მეფრინველეობის მიმართულებით ახალ სანაშენე ფერმას აშენებს. ამის შესახებ BM.GE-ისთან მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სანაშენე მეურნეობის პირველი ეტაპის განხორციელება მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და 4 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია.

„1 ჰა-ზე გაშენებული მეურნეობა 20 მლნ კვერცხზეა გათვალისწინებული. ინკუბატორის გარდა მეფრინველეობის დარგში, პროექტები შვიდი სხვადასხვა მიმართულებითაა დაგეგმილი.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. დღეისთვის შენობა აშენებულია, დანადგარების ნაწილი შემოსულია და ინკუბატორი წლის ბოლომდე სრულად გაიმართება და ამოქმედდება. 2022 წლის გაზაფხულიდან კი სხვა ეტაპების განხორციელება დაიწყება. მოეწყობა ორი ფერმა, სადაც სანაშენე მეურნეობის საინკუბაციო კვერცხი იწარმოება.

ამ ეტაპზე ფერმაში უკვე დასაქმებულია 20 ადამიანი, რომელთაგან შვიდი თურქეთში ინჟინრის და ტექნოლოგიის კუთხით გადამზადებას გადის. სამუშაო ადგილების რაოდენობა ამ ერთ საწარმოში დაახლოებით 50-მდე გაიზრდება“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.



მისივე ინფორმაციით, წარმოების 70% ექსპორტზე იქნება მიმართული.

„დღეისთვის ქვეყანა საინკუბაციო კვერცხითა და წიწილით საიმპორტო ბაზრებიდან მარაგდება. HasTavuk-ის სანაშენე კი ბაზრის ნაწილს სანაშენე კვერცხითა და წიწილით მოამარაგებს. ამასთან წარმოების 70% მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში გავა ექსპორტზე“, - აღნიშნა მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები