მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

6176b772bd0e4
ნათია თაქთაქიშვილი
25.10.21 20:30
815
25 ოქტომბერს თურქული ლირა დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ვინაიდან ერთი დოლარის ყიდვა 9,66 ლირად იყო შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 23%-ით გაუფასურდა, ხოლო ინფლაციამ 20% შეადგინა.

თურქული ლირის გაუფასურებას წინ უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მოწოდება თურქეთის ცენტრალური ბანკისადმი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული 16%-მდე შეამსუბუქა.

JPMorgan-ის პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მაინც 19,9%-მდე გაიზრდება. ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის ასეთი სწრაფი შემსუბუქება არამიზანშეწონილია და დადებითი ეფექტიც ნაკლებ მოსალოდნელია.