მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა დამატებით კიდევ გაუფასურდება – პროგნოზი

თურქული ლირა

ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქულმა ლირამ ამერიკულ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 93% დაკარგა და ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 30 ლირას აჭარბებს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

S&P Global-ის პროგნოზით, 2024 წლის ბოლომდე დოლარის კურსი 40 ლირას მიაღწევს, რაც ლირის 99%-იანი გაუფასურების მაჩვენებელი იქნება.

ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაა. მოგეხსენებათ, თურქეთის ეროვნულმა ბანკმა წინა თვეს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 250 საბაზო პუნქტით, 42.5%-მდე გაზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, წლიური ინფლაციის დონე 65%-მდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესაჩერებლად ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა საკმარისი არ არის და დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.

ახლა უკვე ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის ტემპი მომავალშიც დაჩქარდება, რაც თურქეთის ეკონომიკის მიმართ ინტერესის შემცირებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები