მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი სოც. ქსელიდან ყალბ ვიდეოებსა და ფოტოებს ამოიღებს

5e429d8bb1d66
ნათია თაქთაქიშვილი
11.02.20 16:36
954
სანამ Twitter-ი სოცილურ ქსელში ყალბი ვიდეოებისა და ფოტოების განთავსებას აკრძლავს, სოციალური პლატფორმა იმ მედია ფაილებს ამოიღებს, რომლებიც დარედაქტირებულია. ამის შესახებ The New York Time-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმ ვიდეო და ფოტო მასალას, რომელიც ამოღებული არ იქნება ქსელიდან, გაუჩნდება წარწერა "digitally manipulated". კომპანიის გადაწყვეტილება ძალაში 5 მარტიდან შედის.

ამასთან დაკავშირებით კომპანია აცხადებს, რომ Twitter-ი ყალბი ფოტოებისა და ვიდეოების წინააღმდეგ ბრძოლას თანდათან კიდევ უფრო გაააქტიურებს და გაამკაცრებს.

როგორც, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს, მედიაფაილი წაიშლება, თუ Twitter-ი ჩათვლის, რომ მის გავრცელებაში სიცრუის ნიშნებია, ან მასში ადამიანების მიმართ მუქარის მოწოდება იქნება.