მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის $1 მლრდ გამოყო

5e8d8ec255ec5
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.20 12:42
964
Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯეკ დორსიმ, ქონების 28% საკუთარ ფონდში Start Small Foundation-ში გადარიცხა. ეს ფონდი კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად მიმართულ პროექტებს დააფინანსებს.

ამ ეტაპზე დორსიმ არ დააკონკრეტა ზუსტად რაზე დაიხარჯება თანხა. მაგრამ მისივე თქმით, პანდემიის დაძლევის შემდეგ მისი ფონდი ჯანდაცვაზე და განათლებაზე მიმართულ პროექტებზე იქნება ორიენტებული.

უკვე ცნობილია, რომ Twitter-ის დამფუძნებლის ფონდიდან 100,000 დოლარს მიიღებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ამერიკის სასურსათო ფონდი“, რომელიც პანდემიის დაზარალებულ მოქალაქეებს სურსათით მოამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მარკ ცუკერბერგმა 30 მილიონი აშშ დოლარი გაიღო, ხოლო ჯეფ ბეზოსმა 100 მილიონი აშშ დოლარი.