მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

61f7038e5cac8
BM.GE
31.01.22 01:45
769
ტყიბულის შახტში, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ტყიბულის შახტების მმართველ კომპანიაში განუცხადეს, შახტში ინციდენტი მოხდა, მომხდარის დეტალებს ადგილზე კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სწავლობენ.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებული ხუთი-ექვსი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ინციდენტი მოხდა, ახლა არის ჩასული ჩვენი შრომის უსაფრთხოება შახტში და იკვლევენ, რა მოხდა. ზუსტად ჯერ არ ვიცით, რა მოხდა. დასაზუსტებელია ჯერ, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ხუთი-ექვსი ადამიანი არის დაშავებული. განსაკუთრებით მძიმედ იყო ერთი მამაკაცი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დანარჩენები მსუბუქად არიან. ყველა გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ. სავარაუდო მიზეზებზე ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს. ჩვენი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იკვლევენ“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გვანცა დელიბაძემ.

bm.ge დამატებით ინფორმაციას შსს-სგან ელის.