მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს პერიოდში, კლინიკებისთვის ტარიფების გადახედვას არ ვგეგმავთ - გაბუნია

60c86e167f42a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 10:35
359
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფო, უახლოეს მომავალში, კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ტარიფების გადახედვას არ გეგმავს.

BM.GE-მ მინისტრის მოადგილეს ჰკითხა თუ აპირებს სახელმწიფო კარდიოქირურგთა ასოციაციის მოთხოვნის შესაბამისად ოპერაციებზე და ასევე სხვა მიმართულებით კლინიკებისთვის ტარიფების გადახედვას. 
.
„ტარიფების დაზუსტებაზე მუშაობა რამდენი ხანია მიმდინარეობს.. ზოგიერთი ტარიფი შემცირდა იქიდან გამომდინარე, რომ საბაზრო ფასი გარკვეულ პროდუქტზე უფრო დაბალი აღმოჩნდა და ჩვენ ტენდერით იმაზე დაბალ ფასად შევძელით შეძენა, ვიდრე ტარიფით იყო გათვალისწინებული. სხვა მიმართულებით მუშაობა გრძელდება თუმცა უახლოეს პერიოდში - ერთ კვირაში ან ერთ თვეში ტარიფების გადახედვის გეგმა სახელმწიფოს არ აქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.