12.მაისი .2021 20:50

Ubiety from Phubber - კომპანია მისამართების სრულყოფის ახალ სისტემას ივნისში წარადგენს

Ubiety from Phubber - კომპანია მისამართების სრულყოფის ახალ სისტემას ივნისში წარადგენს
views 965
უკან

„ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ინგლისური სიტყვა აღმოვაჩინე UBIETY - The condition of being in a definite place! გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ახალი "საიდუმლო" პროექტისთვის საუკეთესო სახელი იქნებოდა! New Generation E-commerce Maps!“, - წერს Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ფეისბუქ-გვერდზე მისამართების სრულყოფის სისტემის პროექტთან დაკავშირებით.

აღნიშნული პროექტის შესახებ ჩუგოშვილი BM.GE-ის 2020 წლის სექტემბერში ესაუბრა. როგორც დღეს, ელექტრონული კომერციის პლატფორმა Phubber-ის თანადამფუძნებელი ამბობს, მისამართების სრულყოფის სისტემის იდეა, რომლის სახელადაც Ubiety from Phubber-ი შეარჩიეს, სწორედ გასულ წლის სექტემბერში გაჩნდა და პროექტზე მუშაობაც ამ დროიდან დაიწყო.

გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს, რაც ჯამში 30 000 ლარის ინვესტიციას გულისხმობს. პროექტის დღევანდელ მდგომარეობამდე მოყვანაში Phubber-ის გუნდის ხუთი თანამშრომელი და 35-მდე მოხალისე იყო ჩართული.

მისამართების სისტემის პროექტზე მუშაობა უკვე დასასრულს უახლოვდება, მისი საზოგადოებისთვის წარდგენა მიმდინარე წლის ივნისის მეორე ნახევარში იგეგმება.

„Phubber-მა საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარზე ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი ტრანზაქცია განახორციელა. სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით, ჩვენი თითო ტრანზაქცია ორ საკურიერო მომსახურებას მოიცავს. ერთი, როდესაც ნივთი Phubber-ის ოფისში მოდის გამყიდველისგან, სადაც გადის ხარისხის კონტროლს, აუთენთიფიკაციას და იფუთება და შემდეგ კი, უკვე შეფუთული და შემოწმებული ნივთი ოფისიდან მყიდველთან მიდის. ამ პროცესში ჩვენი საკურიერო ოფისი მისამართებთან დაკავშირებით ბევრ სირთულეს გადააწყდა, რადგან Google-ის მისამართების სისტემა განვითარებად ქვეყნებზე მორგებული არ არის და ის სისტემა, რომელიც თბილისში კვარტლებთან, მიკრორაიონებთან, კორპუსებთან მიმართებით არის, Google-ის საძიებო სისტემაში არ ჯდება, რაც მისამართების მოძიებას ართულებს.

აქედან გამომდინარე, გავაკეთეთ პატარა მოკვლევა და ვნახეთ, რომ ეს პრობლემა არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ. ასევე ამ საკითხს მომხმარებლების მხრიდანაც შევხედეთ, რადგან ზოგიერთისთვის მისამართის დამატება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ელექტრონული კომერციის თავისებურებებში გაცნობიერებული არ არის. ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება ჩვენი პროექტი და ივნისის მეორე ნახევარში გვექნება პრეზენტაცია“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა