მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცნობია, რომელ სექტორებზე არ გავრცელდება 4-11 მაისის პერიოდში "უქმე დღეების" მოთხოვნა

60716cd21bf44
BM.GE
10.04.21 13:03
6634
გუშინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდეს. მთავრობის განცხადებით, "სავალდებულო დასვენების დღეების" გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების უკვე მეორე შემთხვევაა. ჯერჯერობით საკანონმდებლო მაცნეზე არ გამოქვეყნებულა იმ სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც ამ დასვენების დღეების განმავლობაში საქმიანობა არ ეზღუდებათ. 

"სავალდებულო დასვენების დღეები" მთავრობამ 3-დან 15 იანვრის პერიოდშიც გამოიყენა. ამ "უქმეებისთვის", მათ  დაწყებამდე 4 დღით ადრე, 31 დეკემბერს ეკონომიკის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის 13 სფერო, რომელთაც დასვენების დღეების პერიოდში შეუფერხებლად მუშაობა შეეძლოთ. ეს სფეროები იყო:

გამონაკლისი სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც უქმეები არ ეხებოდა:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია და სავაჭრო სექტორში რეალიზაცია.

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.

6. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

9. სამაშველო საქმიანობა.

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

13. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები